გთავაზობთ კომპანიაში არსებული ბუღალტრ(ებ)ის კონტროლსა და ზედამხედველობას შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის მიერ.

მომსახურება მოიცავს:

  • არსებული სააღრიცხვო პოლიტიკის ანალიზი და მისი ოპტიმიზაცია;

  • არსებული ბუღალტრ(ებ)ის კვალიფიკაციის შემოწმება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, კვალიფიკაციის ამაღლება, მის განვითარებაზე ზრუნვა და კონტროლი;

  • კომპანიის საბუღალტრო სისტემის ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და აღსრულების კონტროლი;

  • თქვენი ბიზნესის საგადასახადო რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერაციების ანალიზი და შესაბამის რეკომენდაციების გაცემა;

  • რეპორტინგი და ანალიზი მენეჯმენტთან;

  • სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის (https://eservices.rs.ge/) მომხმარებლის მართვა, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;

  • სხვა დამატებით შეთანხმებული მომსახურებები.