გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურებას, რომლის წარმოებასაც უზრუნველყოფენ ჩვენი გუნდის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ბუღალტრები. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გექნებათ საბუღალტრო მონაცემებთან და მის შედეგებზე წვდომა რეალურ დროში.

საბუღალტრო მომსახურებას მოიცავს:

  • სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;

  • თქვენთვის და თქვენი ბიზნესისათვის ხელსაყრელი და ბიუჯეტური საბუღალტრო პროგრამის შერჩევა და დანერგვა;

  • ბუღალტრული აღრიცხვის სისტემატიზება შერჩეულ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში;

  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;

  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და კონტროლი;

  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;

  • საბანკო გადარიცხვების მომზადება და წარმოება;

  • სალაროში ნაღდი ფულის და ანგარიშვალდებულ პირებზე რიცხული საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;

  • დაქირავებული თანამშრომლების ხელფასის აღრიცხვა;

  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა და შესაბამისი რისკების იდენტიფიცირება;

  • სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის (https://eservices.rs.ge/) მომხმარებლის მართვა, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;

  • საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე (https://agency.pensions.ge/) მომხმარებლის მართვა, მათ შორის დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;

  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვარდზე (http://database.geostat.ge/) მომხმარებლის მართვა, მათ შორის ონლაინ კითხვარების წარდგენა;

  • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშგების პორტალზე (https://rms.reportal.ge/) სუბიექტის გვერდის მართვა და ფინანსური ანგარიშგების ფორმების წარდგენა.