ფინანსური ანგარიშგება არის კომპანიის ფინანსური მდგომარეობის სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი, რომლის მომზადებაც ხდება ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით.

ფინანსური ანგარიშგება შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან (ფორმები):

  • ბუღალტრული ბალანსი;

  • მოგება/ზარალის ანგარიშგება;

  • საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება;

  • ფულადი ნაკადების ანგარიშგება;

  • განმარტებითი შენიშვნები.

ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია მის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ჰქონდეთ წარმოდგენა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.[br]ფინანსური ანგარიშგების ძირითადი მომხმარებლები არიან: კომპანიის მენეჯმენტი; დამფუძნებლები; კრედიტის გამცემები; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; ინვესტორები და სხვა.[br]ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში ყველა კატეგორიის საწარმოებს (მათ შორის მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს) ზემოაღნიშნული სამსახურის მიერ დაწესებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების ფორმების შედგენის მომსახურებას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.