ჩვენი საგადასახადო აუდიტორული მომსახურებით თავს იცავთ და იზღვევთ მაკონტროლებელი ორგანოს საგადასახადო შემოწმების დროს გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისგან, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენი მომსახურების შედეგად იგებთ წინასწარ, აღნიშნულიდან გამომდინარე გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ გადაწყვეტილება საგადასახადო სამართალდარღვევის გასწორების და თავისუფლდებით დამატებითი ხარჯისგან, რაც დაგეკისრებოდათ ჯარიმის სახით საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემთხვევაში.[br]საგადასახადო აუდიტორული მომსახურებით გთავაზობთ თქვენი ეკონომიკური საქმიანობის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების (საგადასახადო ვალდებულების) სისწორის განსაზღვრას, საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას და მათ მინიმუმამდე შემცირებას.

აღნიშნული მომსახურება მოიცავს:

  • თქვენს მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების, გაანგარიშებების და ინფორმაციის სისწორის შემოწმებას, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის, ქონების გადასახადის, აქციზის, დამატებული ღირებულების გადასახადის და სხვა;

  • დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებას პირველადი დოკუმენტაციის და არსებობის შემთხვევაში ბუღალტრულ აღრიცხვაში აღრიცხულ მონაცემების;

  • ეკონომიკური საქმიანობის პროცესში არსებული ოპერაციების შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრის საკითხების შესწავლას.

საგადასახადო აუდიტორული შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნება საგადასახადო აუდიტორულ დასკვნა ან/და სარეკომენდაციო წერილი, რომელიც შედგენილი იქნება შემდეგი პრინციპით:

ფაქტობრივი გარემოება

თითოეულ ოპერაციაზე, რომელზეც გამოვლენილ იქნება საგადასახადო რისკი ან/და საგადასახადო სამართალდარღვევა მოცემული იქნება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების აღწერა.

პრობლემა

ჩამოყალიბებული იქნება პრობლემა, სადაც დეტალურად იქნება განმარტებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან ის ნორმები, რომლებიც დარღვეულია ან შეიძლება განხილულ იქნას დარღვეულად მაკონტროლებელი ორგანოს (საგადასახადოს) შემოწმების ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობების მითითებით.

რეკომენდაცია

შემოწმების შედეგად აღმოჩენილ საგადასახადო რისკებზე და საგადასახადო სამართალდარღვევებზე გაცემული იქნება შესაბამისი რეკომენდაცია – პრობლემის გამოსწორების კონკრეტული ქმედებების მითითებით.