საგადასახადო და ფინანსური აუდიტორული მომსახურება
საგადასახადო აუდიტი
ჩვენი საგადასახადო აუდიტორული მომსახურებით თავს იცავთ და იზღვევთ მაკონტროლებელი ორგანოს საგადასახადო შემოწმების დროს გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისგან, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენი მომსახურების შედეგად იგებთ წინასწარ, აღნიშნულიდან გამომდინარე გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ გადაწყვეტილება საგადასახადო სამართალდარღვევის გასწორების და თავისუფლდებით დამატებითი ხარჯისგან, რაც დაგეკისრებოდათ ჯარიმის სახით საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემთხვევაში.
საგადასახადო აუდიტორული მომსახურებით გთავაზობთ თქვენი ეკონომიკური საქმიანობის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების (საგადასახადო ვალდებულების) სისწორის განსაზღვრას, საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას და მათ მინიმუმამდე შემცირებას.
აღნიშნული მომსახურება მოიცავს:
თქვენს მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების, გაანგარიშებების და ინფორმაციის სისწორის შემოწმებას, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის, ქონების გადასახადის, აქციზის, დამატებული ღირებულების გადასახადის და სხვა;
დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებას პირველადი დოკუმენტაციის და არსებობის შემთხვევაში ბუღალტრულ აღრიცხვაში აღრიცხულ მონაცემების;
ეკონომიკური საქმიანობის პროცესში არსებული ოპერაციების შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრის საკითხების შესწავლას.
საგადასახადო აუდიტორული შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნება საგადასახადო აუდიტორულ დასკვნა ან/და სარეკომენდაციო წერილი, რომელიც შედგენილი იქნება შემდეგი პრინციპით:
ფაქტობრივი გარემოება
თითოეულ ოპერაციაზე, რომელზეც გამოვლენილ იქნება საგადასახადო რისკი ან/და საგადასახადო სამართალდარღვევა მოცემული იქნება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების აღწერა.
პრობლემა
ჩამოყალიბებული იქნება პრობლემა, სადაც დეტალურად იქნება განმარტებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან ის ნორმები, რომლებიც დარღვეულია ან შეიძლება განხილულ იქნას დარღვეულად მაკონტროლებელი ორგანოს (საგადასახადოს) შემოწმების ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობების მითითებით.
რეკომენდაცია
შემოწმების შედეგად აღმოჩენილ საგადასახადო რისკებზე და საგადასახადო სამართალდარღვევებზე გაცემული იქნება შესაბამისი რეკომენდაცია – პრობლემის გამოსწორების კონკრეტული ქმედებების მითითებით.
საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერა
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საგადსახადო შემოწმების პროცესის სწორად წარმართვას, მანამ სანამ მიწოდებული იქნება მაკონტროლებელი ორგანოსათვის მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის გაანგარიშების ცხრილები, რაზეც დამოკიდებულია რეალურად საგადასახადო შემოწმების შედეგები.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დანიშნული თქვენი ეკონომიკური საქმიანობის კამერალური, თუ გასვლითი საგადასახადო შემოწმების პროცესში მხარდაჭერის მომსახურება მოიცავს:
შემოწმების პროცესში მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, გაანგარიშების ცხრილების, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების და პირველადი დოკუმენტაციის წარდგენის სწორი ფორმის შემუშავებას და მომზადებას;
წარმომადგენლობას აღნიშნულ ორგანოში თქვენი ინტერესების დაცვის მიზნით.
საგადასახადო დავები
შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შემდეგ დამატებით ხდება გადასახადის გადამხდელებისათვის ძირითადი გადასახადის და ჯარიმის დაკისრება, რაც ხშირ შემთხვევაში სადავო ხდება, იმ მიზეზით, რომ დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან კანონმდებლობის განსხვავებული ინტერპრეტაცია და სხვა.[br]ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება შემოსავლების სამსახურის მხრიდან გადასახადის გადამხდელებისათვის, ზედმეტად დარიცხული ძირითადი გადასახადის და ჯარიმის შემცირებასა და გაუქმებაში.[br]ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ და დაიცავს თქვენს ინტერესებს, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე სასამართლოში.
საგადასახადო დავის მომსახურება მოიცავს:
სრულ წარმომადგენლობას დავების განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოებში თქვენი ინტერესების დაცვის მიზნით;
მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით ან/და სამართალდარღვევის ოქმით დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადის და ჯარიმის საფუძვლების (ფაქტობრივი გარემოებების და გაანგარიშების ცხრილების) შესწავლას, გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
საჩივრის მომზადებას და წარდგენას დავების განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელიც იქნება შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული, მათ შორის გაანგარიშების ცხრილებით და საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაციით;
დასკვნის და გადაანგარიშების შედეგების სისწორის შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში მის გასაჩივრებას.
ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების (ფორმების) მომზადების მომსახურება
ფინანსური ანგარიშგება არის კომპანიის ფინანსური მდგომარეობის სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი, რომლის მომზადებაც ხდება ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით.
ფინანსური ანგარიშგება შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან (ფორმები):
ბუღალტრული ბალანსი;
მოგება/ზარალის ანგარიშგება;
საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება;
ფულადი ნაკადების ანგარიშგება;
განმარტებითი შენიშვნები.
ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია მის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ჰქონდეთ წარმოდგენა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.[br]ფინანსური ანგარიშგების ძირითადი მომხმარებლები არიან: კომპანიის მენეჯმენტი; დამფუძნებლები; კრედიტის გამცემები; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; ინვესტორები და სხვა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში ყველა კატეგორიის საწარმოებს (მათ შორის მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს) ზემოაღნიშნული სამსახურის მიერ დაწესებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების ფორმების შედგენის მომსახურებას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
ფინანსური აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
ფინანსური აუდიტი
გთავაზობთ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისობის დადგენას აღრიცხვის სტანდარტებთან და ამ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორული მოსაზრების გამოთქმას. რასთან დაკავშირებითაც თქვენ მიიღებთ აუდიტორის დასკვნას და მენეჯმენტის წერილს. დასკვნის გამოყენება შეგიძლიათ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენად, დამფუძნებლების ინფორმირებისა და ინვესტორების მოზიდვის მიზნით.
მარწმუნებელი მომსახურება
გთავაზობთ თემატურ აუდიტს კერძოდ, ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეთანხმებული პროცედურების ჩატარებას კონკრეტული საკითხის – შემოსავლების, აქტივების, დანახარჯების, კრედიტორების, დებიტორების ან სხვა საკითხის მიმოხილვას და შესაბამისი დასკვნის წარდგენას.