ბუღალტრული აღრიცხვა წარმოადგენს თქვენი ბიზნესის საყრდენს და წარმატების საფუძველს. მისი დახმარებით საშუალება გაქვთ ეკონომიკური საქმიანობის სწორად წარმართვის და დაგეგმვის. შესაძლებლობა გეძლევათ საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გამოყენების საშუალებით თქვენი ბიზნესი სწორად მართოთ და შეძლოთ საგადასახადო, ადამიანური და ფინანსური რისკების მინიმუმამდე შემცირება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იცოდეთ თვენი ბიზნესის სხვადასხვა ხარჯების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, რათა გაანალიზოთ და შეძლოთ მათი ოპტიმიზაცია; ასევე სწორად განსაზღვროთ საქონლისა, თუ მომსახურების სარეალიზაციო ფასი; აუცილებელია მოგების მიღების მიზნით აწარმოოთ სწორი საფასო პოლიტიკა, რომლის განსაზღვრაც უნდა მოხდეს პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების გათვალისწინებით და თვითღირებულების ყველა კომპონენტის ზუსტი დათვლით.

მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება 

გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურებას, რომლის წარმოებასაც უზრუნველყოფენ ჩვენი გუნდის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ბუღალტრები. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გექნებათ საბუღალტრო მონაცემებთან და მის შედეგებზე წვდომა რეალურ დროში.

საბუღალტრო მომსახურებას მოიცავს:

  • სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;

  • თქვენთვის და თქვენი ბიზნესისათვის ხელსაყრელი და ბიუჯეტური საბუღალტრო პროგრამის შერჩევა და დანერგვა;

  • ბუღალტრული აღრიცხვის სისტემატიზება შერჩეულ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში;

  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;

  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;

  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და კონტროლი;

  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;

  • საბანკო გადარიცხვების მომზადება და წარმოება;

  • სალაროში ნაღდი ფულის და ანგარიშვალდებულ პირებზე რიცხული საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;

  • დაქირავებული თანამშრომლების ხელფასის აღრიცხვა;

  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა და შესაბამისი რისკების იდენტიფიცირება;

  • სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის (https://eservices.rs.ge/) მომხმარებლის მართვა, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;

  • საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე (https://agency.pensions.ge/) მომხმარებლის მართვა, მათ შორის დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;

  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვარდზე (http://database.geostat.ge/) მომხმარებლის მართვა, მათ შორის ონლაინ კითხვარების წარდგენა;

  • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშგების პორტალზე (https://rms.reportal.ge/) სუბიექტის გვერდის მართვა და ფინანსური ანგარიშგების ფორმების წარდგენა.

მთავარი ბუღალტრის მომსახურება


გთავაზობთ კომპანიაში არსებული ბუღალტრ(ებ)ის კონტროლსა და ზედამხედველობას შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის მიერ.

მომსახურება მოიცავს:

  • არსებული სააღრიცხვო პოლიტიკის ანალიზი და მისი ოპტიმიზაცია;

  • არსებული ბუღალტრ(ებ)ის კვალიფიკაციის შემოწმება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, კვალიფიკაციის ამაღლება, მის განვითარებაზე ზრუნვა და კონტროლი;

  • კომპანიის საბუღალტრო სისტემის ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და აღსრულების კონტროლი;

  • თქვენი ბიზნესის საგადასახადო რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერაციების ანალიზი და შესაბამის რეკომენდაციების გაცემა;

  • რეპორტინგი და ანალიზი მენეჯმენტთან;

  • სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის (https://eservices.rs.ge/) მომხმარებლის მართვა, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;

  • სხვა დამატებით შეთანხმებული მომსახურებები.

ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა/სისტემატიზება ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში

მომსახურება მოიცავს:

  • ბუღალტრული აღრიცხვის განვლილი პერიოდის აღდგენას;

  • პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას კანონმდებლობასთან და საჭიროების შემთხვევაში მათ აღდგენას;

  • საგადასახადო ორგანოში წარდგენილი და დეკლარირებული მონაცემების შედარება პირველად დოკუმენტაციასა და ბუღალტრულ აღრიცხვაში აღრიცხულ მონაცემებთან;

  • საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება;

  • ფინანსური ანგარიშგების ფორმების მომზადება (ბალანსის, მოგება-ზარალის, ფულის მოძრაობის და კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგებების);

  • კლიენტის მიერ სხვა დამატებით მოთხოვნილი მომსახურება.

თქვენი მოთხოვნიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები