მთავარი ბუღალტრის მომსახურება
გთავაზობთ კომპანიაში არსებული ბუღალტრ(ებ)ის კონტროლსა და ზედამხედველობას შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის მიერ.
მომსახურება მოიცავს:
არსებული სააღრიცხვო პოლიტიკის ანალიზი და მისი ოპტიმიზაცია;
არსებული ბუღალტრ(ებ)ის კვალიფიკაციის შემოწმება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, კვალიფიკაციის ამაღლება, მის განვითარებაზე ზრუნვა და კონტროლი;
კომპანიის საბუღალტრო სისტემის ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და აღსრულების კონტროლი;
თქვენი ბიზნესის საგადასახადო რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერაციების ანალიზი და შესაბამის რეკომენდაციების გაცემა;
რეპორტინგი და ანალიზი მენეჯმენტთან;
სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებგვერდის (https://eservices.rs.ge/) მომხმარებლის მართვა, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
სხვა დამატებით შეთანხმებული მომსახურებები.