საგადასახადო დავები
შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შემდეგ დამატებით ხდება გადასახადის გადამხდელებისათვის ძირითადი გადასახადის და ჯარიმის დაკისრება, რაც ხშირ შემთხვევაში სადავო ხდება, იმ მიზეზით, რომ დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან კანონმდებლობის განსხვავებული ინტერპრეტაცია და სხვა.[br]ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება შემოსავლების სამსახურის მხრიდან გადასახადის გადამხდელებისათვის, ზედმეტად დარიცხული ძირითადი გადასახადის და ჯარიმის შემცირებასა და გაუქმებაში.[br]ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ და დაიცავს თქვენს ინტერესებს, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე სასამართლოში.
საგადასახადო დავის მომსახურება მოიცავს:
სრულ წარმომადგენლობას დავების განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოებში თქვენი ინტერესების დაცვის მიზნით;
მაკონტროლებელი ორგანოს მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით ან/და სამართალდარღვევის ოქმით დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადის და ჯარიმის საფუძვლების (ფაქტობრივი გარემოებების და გაანგარიშების ცხრილების) შესწავლას, გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
საჩივრის მომზადებას და წარდგენას დავების განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელიც იქნება შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული, მათ შორის გაანგარიშების ცხრილებით და საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაციით;
დასკვნის და გადაანგარიშების შედეგების სისწორის შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში მის გასაჩივრებას.